რეზონანსი
17.04.2024

ორი დღით მივდივარ დიდ საერთაშორისო ფორუმზე და რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი გზავნილი იქნება - პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, სანქციები იმ პოლიციელებს, ვინც ურტყამდა მოქალაქეებს, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მან ისაუბრა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირთან აშორებს.

"ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა რუსეთისკენ და არა ევროპისკენ. ამის შესახებ დღეს ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ეს კანონი ჩვენ გვაშორებს ევროკავშირს და ყველაფერი, რაც გვაშორებს ევროკავშირს, რა თქმა უნდა, არის რუსეთთან სიახლოვე. ამიტომ არის ეს კანონი რუსული. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი ემზადება სანქციებისთვის. სწორედ ამიტომ შემოიტანა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები, რომ ოფშორიდან შემოიტანოს არამხოლოდ მან, არამედ ბევრმა ოლიგარქმა ფული საქართველოში და შემდეგ საქართველო რაღაცნაირად გახდეს ფულის გასათეთრებელი ადგილი. მე მინდა ყველას ვუთხრა "ქართული ოცნებიდან, მათ შორის იმ პოლიციელებს, ვინც ახალგაზრდებს სცემდნენ- ყველას დაეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა და ეს არის სანქციები. მე ხვალ, ორი დღით მივდივარ დიდ საერთაშორისო ფორუმზე და რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი გზავნილი იქნება ერთი - პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, სანქციები ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას და ყველას მომავალს ბლოკავს, სანქციები იმ პოლიციელებს, რომლებიც ურტყამდნენ მოქალაქეებს", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×