რეზონანსი
17.04.2024

"ამ კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს", - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საუბრობს და "ოცნების" რუსულ კანონს ეხმაურება.

"ამ კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს. ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო, ალბათ, პირველი, ვინც დაიწყო მისი შიდა პოლიტიკური ჰიგიენის მონიტორინგი. სწორედ მათ შემოიღეს ეს პრაქტიკა, ეს არანაირად არ არის რუსული, ახლა ეს ნორმალური პრაქტიკაა სახელმწიფოების დიდი ნაწილისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან თავი გარე გავლენისგან, საგარეო გავლენისგან შიდა პოლიტიკაზე", - ამბობს პესკოვი.

აქვე, მან აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით მოქმედებს, თუმცა ყველა კანონპროექტს საერთო მიზანი აქვს:

"ისინი ცდილობენ, გამოიყენონ ეს შიდაპოლიტიკური პროცესი ანტირურული სენტიმენტების პროვოცირებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმპულსები გარედან მოდიოდეს. ჩვენ კარგად გვესმის, რა ხდება", - ამბობს პესკოვი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×