რეზონანსი
17.04.2024

რაც შეეხება შეკრების დაშლას, შეკრების დაშლა, საზოგადოდ, მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით. იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ დაზიანებებს, აქაც ტყუილი თქვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, ანუ მათ დასჭირდათ ჰოსპიტალური მკურნალობა და დაზიანებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ეფუძნება ექიმების მიერ შედგენილ დასკვნებს. ამიტომ აქაც ტყუილებს ამბობთ. არ შეიძლება. ეს უბრალოდ მორალის ზღვარს მიღმა გადის, რასაც თქვენ ლაპარაკობთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„TV პირველის“ ჟურნალისტის თქმით, გუშინდელ აქციაზე საკმაოდ მძიმე ფაქტები მოხდა, მათ შორის, ერთ-ერთ ადამიანს ნეკნებიც კი ჰქონდა დამტვრეული..

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×