რეზონანსი
17.04.2024

ხალხს რაზე აგიჟებენ, წარმოიდგინეთ. დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია და გიგაური, ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს. ლამის არის ტყვია გესროლონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ.

„ხალხს რაზე აგიჟებენ, წარმოიდგინეთ. დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია და გიგაური, ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს. ლამის არის ტყვია გესროლონ, რომ შეეძლოთ. არ მოუკლავთ, თუ რა?! მკვლელები გელაპარაკებიან რატომ დაეცა ახალგაზრდაო, ცუდი დასანახია რაღაცები. პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ. სახეში აგური რატომ მოხვდაო, რომელიმემ ახსენა? ჩვენი მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას, ნამდვილ ევროპელობას მართლაც", - აღნიშნა მდინარაძემ.

ხმაურით განახლდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები იმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×