რეზონანსი
16.04.2024

თქვენ რაც ბრძანეთ, რომ ახლა იქ ვინმე რომ მოკვდესო, ეს ძალიან ცუდი მინიშნება იყო, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე დეპუტატ დევი ჭანკოტაძის კომენტარს.

„რას ნიშნავს მოკვდეს? როგორ შეიძლება ვინმე მოკვდეს? ნაცები კი არ ვართ რობოკოპი ვინმეს მოსაკლავად გვყავდეს. ნაცის გარდა ამ კითხვას ვინ მოიფიქრებს - აბა რატომ ჰყავთ რობოკოპებიო", - განაცხადა მდინარაძემ.

პლენარულ სხდომაზე „ნაცმოძრაობის" წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა: „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×