რეზონანსი
16.04.2024

ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე გაათავისუფლეს. მისი თქმით, ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა.

"ვის რას უმზადებს განგება, არავინ იცის. გავაცილებ ახლა სამტრედიაში, მაგრამ სახლში არავინ ელოდება. მეუღლე მოუკლეს, შვილები მინდობით აღზრდაში გაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, ძმები და ძმისშვილი დააპატიმრეს და მოუწევს ნაქირავები სახლის ნესტიან კედლებში საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა. მძიმე ღამე ელის. ეზოში ისევ სისხლის კვალია და ბავშვების ფეხსაცმელია მიმოფანტული. უმძიმესი ცხოვრება აქვს ამ პატიოსან და საცოდავ გოგოს, რომელიც გადაყოლილი დედაა მისი შვილებისთვის. ჯანმრთელობას ვუსურვებ და მშვიდ ცხოვრებას ნატო ხელაძეს და მის შვილებს," - აცხადებს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

ცნობისთვის, სამტრედიაში 2 აპრილს კაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა მეუღლის მკვლელობის საქმეზე ცოლი დააკავეს, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, მას დანაშაული არ ჩაუდენია. პროკურატურის მიხედვით, კაცი სინამდვილეში არა ცოლმა, არამედ ცოლის ძმამ მოკლა, ქალმა კი თავის პირველ ჩვენებაში დანაშაული დაიბრალა და გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×