რეზონანსი
16.04.2024

პარლამენტში მიმდინარე სხდომა დღესაც აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან შეკრებილები არიან პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმოამდგენლები. ისინი "გამჭვირვალობის" კანონს აპროტესტებენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას" კანონის მიღების უფლება არ უნდა მისცეს. 

"ამ კანონის მიღება დანაშაულია და უნდა ვაიძულოთ "ქართული ოცნება", რომ ეს კანონი არ მიიღოს. მათ ჩვენი ხმა და პროტესტი უნდა გავაგონოთ აუცილებლად", - აცხადებს ქადაგიძე.

პოლიტიკოსი გიგი უგულავა კი აღნიშნავს, რომ მისი პირადი გეგმა აქციაზე ყოფნაა.

"ჩემი პირადი გეგმა არის აქციაზე ყოფნა და მეტი არაფერი. აქციაზე ყოფნა, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელიც გაბრაზებული და შეურაცხყოფილია," - აცხადებს გიგი უგულავა. 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ აქციაზე შეკრების მიზეზი თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაა. 

"აქ შეკრების მიზანი არის თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლა. ეს ბრძოლა არის უკომპრომისო, რომელიც გაგრეძელდება ბოლომდე და დასრულდება არამხოლოდ კანონის გაწვევით, არამედ ამ ხელისუფლების დასრულებით," - აცხადებს გეგელია.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×