ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე გაათავისუფლეს. მისი თქმით, ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა.
"ვის რას უმზადებს განგება, არავინ იცის. გავაცილებ ახლა სამტრედიაში, მაგრამ სახლში არავინ ელოდება. მეუღლე მოუკლეს, შვილები მინდობით აღზრდაში გაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, ძმები და ძმისშვილი დააპატიმრეს და მოუწევს ნაქირავები სახლის ნესტიან კედლებში საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა. მძიმე ღამე ელის. ეზოში ისევ სისხლის კვალია და ბავშვების ფეხსაცმელია მიმოფანტული. უმძიმესი ცხოვრება აქვს ამ პატიოსან და საცოდავ გოგოს, რომელიც გადაყოლილი დედაა მისი შვილებისთვის. ჯანმრთელობას ვუსურვებ და მშვიდ ცხოვრებას ნატო ხელაძეს და მის შვილებს," - აცხადებს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში 2 აპრილს კაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა მეუღლის მკვლელობის საქმეზე ცოლი დააკავა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პროკურატურის მიხედვით, კაცი სინამდვილეში არა ცოლმა, არამედ ცოლის ძმამ მოკლა, თუმცა ქალმა თავის პირველ ჩვენებაში დანაშაული დაიბრალა და გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|