რეზონანსი
16.04.2024

მე მას [ალეკო ელისაშვილს] ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა.

„მინდა, გამოვეხმაურო ასევე გუშინ მომხდარ ფაქტს საკომიტეტო მოსმენაზე, ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა და ამ ძალადობის ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. რა თქმა უნდა, ბატონმა მამუკამ ძალიან ღირსეულად უპასუხა, უკვე უპასუხა ამ აგრესიას და თავდასხმას. მან აჩვენა, რომ ქვეყანა არის უპირველესი და ის, რაც ჩვენ გვევალება და რაც ჩვენ ამომრჩეველმა დაგვავალა არის უპირველესი. არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი. მან უკვე გასცა ამას პასუხი, თუმცა მეც მინდა, რომ გამოვეხმაურო მომხდარს, ეს იყო ნამდვილად ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ბატონმა ალეკომ ქვეყანას, რა მაგალითი მისცა ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში?! რა მაგალითი მისცა ჩვენს მტრებსაც, ვისაც რა თქმა უნდა, პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდებათ. მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო!“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×