რეზონანსი
16.04.2024

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ავარდა და რკინის ღობე შეანგრია.

მომხდართან დაკავშირებით რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განგვიცხადეს, რომ შემთხვევის დროს არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.

"სამწუხაროდ, მძღოლი გახდა შეუძლოდ და ამიტომ დაფიქსირდა ავტოსაგზაო შემთხვევა. არცერთი მგზავრი

არ არის დაშავებული და მძღოლიც კარგად გრძნობ თავს. ამბობს, რომ თვალებში დაუბნელდა და არ ახსოვს რა მოხდა. დილით გავლილი აქვს შემოწმება და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. ავტობუსი ტექნიკურად დათვალიერებულია და მწყობრშია",- განგვიცხადეს რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×