რეზონანსი
15.04.2024

იყო ინფორმაცია, რომ მზადდებოდა ერთ-ერთი ახალგაზრდის მკვლელობა. ეს გაითვალისწინა ჩვენმა ხელისუფლებამ წინა წლის მარტში და დაძაბულობა რომ არ მომხდარიყო და მართლა მსხვერპლი არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, აქედან გამომდინარე გაიწვია მაშინ კანონი, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გაკვირვება სასაცილოა.

„ამ რადიკალურ ძალას, ოპოზიციას რომ „უკვირს", წინა წლის მარტში ვინმეს მკვლელობა როგორ შეიძლება დაგეგმილიყო, ეს მართლა სასაცილოა. ადეიშვილის მოადგილე იყო ვაშაძე და პოლიციის აკადემიაში მუშაობდა დეკანოიძე, რომელთაც „უკვირთ" ეს ინფორმაცია და „ნაცმოძრაობასთან" რაიმე საერთოს ქონას უარყოფენ", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×