რეზონანსი
15.04.2024

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინეს. ამჯერად, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძე გააძევა.

„იმეორებთ ერთი და იმავეს. ვალდებული ვარ, ერთი და იგივე კითხვების გამეორების შემთხვევაში, მოვხსნა შეკითხვა. დროს ნუ წელავთ, გარეთ გაბრძანდით, დატოვეთ დარბაზი, გაძევებული ბრძანდებით", - მიმართა მან რომან გოცირიძეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო.

კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×