რეზონანსი
27.02.2024

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში- ამის შესახებ მან სააგენტო Associated Press-ს განუცხადა.

"ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და გავაძლიერეთ მხარდაჭერა სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. მაგრამ არ არსებობს გეგმები ნატოს საბრძოლო ჯარების უკრაინაში გაგზავნაზე", - თქვა მან.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა მომავალში გამორიცხული არაა. ემანუელ მაკრონმა ეს განცხადება პარიზში, 20 ევროპელი ლიდერის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პოლონეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მოკავშირეებმა ამ თემაზე იმსჯელეს, თუმცა კონსენსუსს ვერ მაღწიეს.

გარდა ამისა, მაკრონის განცხადებას უკვე მოჰყვა მუქარა კრემლიდან. პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნით NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×