რეზონანსი
15.12.2023

ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო, თუმცა ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ და ახლა უკვე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც პრემიერის ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ" იმართება.

„11 წლის წინ, აქ, თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც საბჭოური ტიპის ავტორიტარიზმი ევროპული ტიპის დემოკრატიული და სამართლიანი მმართველობით ჩაანაცვლა. საქართველოს დღევანდელ წარმატებას მაშინ ჩაეყარა მყარი საფუძველი. ჩვენი დღევანდელი გამარჯვება პირველ რიგში არის ქართველი ხალხის დამსახურება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×