რეზონანსი
15.12.2023

ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც მისივე ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ" იმართება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოება კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის უნდა მოემზადოს.

„წინ დიდი გამარჯვება გველოდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, მინდა, ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, საქართველოს მფარველი, ჩვენი ხალხის მფარველი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×