რეზონანსი
15.12.2023

გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მომენტს, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ - ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც მისივე ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ" იმართება.

„მოგესალმებით ხალხო, ჩემო დებო და ძმებო. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა. მე გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მომენტს, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ - ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს. ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით. ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ შევდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და მოვიპოვეთ ეს გამარჯვება", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×