"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, დღეს, 8 დეკემბერს, მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ.
კომპანია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 დეკემბერს 14:00 საათიდან 8 დეკემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირი N 2-46 (ლუწებს), N 1-11 (კენტებს), ფურცელაძის, ჯორჯაძის, გუდიაშვილის, ნატო ვაჩნაძის და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებს.
გარდა ამისა, წავკისში, ამაღლების ქუჩაზე ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეუწყდება 08/12 12:00სთ-დან 09/12 06:00სთ-მდე: დაბა წავკისს (სრულად).
საბურთალოს რაიონში დღეს, 23:30-დან 09/12 07:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ონიაშვილის ქ. N 61-87(კენტებს), 64-80(ლუწებს) , ბუდაპეშტის N13-29(კენტებს) 14-30(ლუწებს), ლვოვის N 81-97 (კენტებს), ვაზისუბნის (ისაკაძის) N 79-139(კენტებს)78-138(ლუწებს), ბუდაპეშტის 1-ლი შესახვევი. მეგრელაძის ქუჩას, დელისის ყველა ქუჩას (ჯებაშვილის), ზალდასტანიშვილების, ვ.ჩიქოვანის, ნუცუბიძის ქ N 1 -47(კენტებს),N 2-32 (ლუწებს) და ნადარეიშვილის ქუჩას.