რეზონანსი
25.11.2023

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, დღეს „ჰამასი" კიდევ 14 მძევალს გაათავისუფლებს.

კატარში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საპასუხოდ ისრაელი 42 პალესტინელს გაათავისუფლებს, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.

იქამდე კი, ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და „ჰამასს" შორის, დროებითი ზავის პირობების მიხედვით მოხდა. მიღწეული შეთანხმებით, 4-დღიანი ზავის განმავლობაში საერთო ჯამში, „ჰამასმა" უნდა გაათავისუფლოს 50 მძევალი, ისრაელი კი საპატიმროებიდან 150 პალესტინელს გამოუშვებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×