რეზონანსი
10.09.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოიქცა აბსოლუტურად დადგენილი წესით, იმ შესაძლებლობის გამოყენება მოახერხა, რაც არის აბსოლუტურად შეთავსებადი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, - ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ პრემიერის მიუნხენში მგზავრობაზე საუბრისას განაცხადა. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სახსრების პირადი სარგებლობისთვის გამოყენება „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პრაქტიკა იყო. „ეს ბინძური კამპანია ემსახურება მხოლოდ ცხრა წლის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ მავნებლურ პრაქტიკას, რომელიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სახსრებს იყენებდა პირადი სარგებლობისთვის, ოჯახის სარგებლისთვის. ყველას კარგად გვახსოვს ვიზაჟისტების, მასაჟისტების მიმოფრენა აქეთ-იქით საკუთარი სიამოვნებისთვის, ისევე როგორც ათასი გაუგებარი საჩუქარი სხვადასხვა ქალბატონისთვის, იყო ეს სამაჯურები, საათები, ტელეფონები თუ ა.შ. კომერციული მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული ეს რეისი არის არა ქართველი ხალხის, სახელმწიფო ხარჯებით, არამედ პირადი ხარჯებით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. აღნიშნული ბორტი იმყოფება ისეთი კომპანიის ბალანსზე, რომელსაც საკუთარი წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით აქვს აბსოლუტური უფლება, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ ნებისმიერი თქვენგანი, თუ გექნებათ და ღმერთმა მოგცეთ საშუალება, მიაქირაოს ეს ბორტი და მოემსახუროს მას. ამაში დანაშაულის შემცველი არაფერია", - აღნიშნა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×