რეზონანსი
02.09.2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კასპიის ენერგეტიკის კლუბის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

აჭარის მღავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ტურიზმის, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის, ასევე მდგრადი განვითარების მიმართულებით იგეგმება.

„კასპიის ენერგეტიკის კლუბი მსოფლიოს 70 ქვეყნის 5000-ზე მეტ ენერგეტიკულ კომპანიას აერთიანებს. შეხვედრას კასპიის ენერგეტიკის კლუბის თავმჯდომარე თელმან ალიევი, კასპიის ენერგეტიკის კლუბის ხელმძღვანელი პირები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსული ბათუმში ფარვიზ ისმაილზადა ესწრებოდნენ. Caspian Energy Club-ის ინიციატივით ბათუმში ფორუმი გაიმართა, რომელშიც ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×