რეზონანსი
02.09.2023

კონსტიტუციას დავარღვევ, კარგ საქმეზე მივდივარ - რას ნიშნავს ეს? არ შეიძლება, ევროპულობა დავინახოთ ჩვენ კონსტიტუციის დარღვევაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კონსტიტუცია დავარღვიოთ, რადგან კარგ საქმეზე მიდის?! ჩვენი გათვლით, კარგ საქმეზეც არ მიდის. სულ რომ ვცდებოდეთ და პრეზიდენტის პოზიცია შეცვლილი იყოს, ამის მარტივად ვარაუდის საშუალება არ გვაქვს! სხვა რამეს, ანტიქართულს ამბობდა და ახლა უნდა ვივარაუდოთ, რომ ანტიქართულს აღარ იტყვის და დავუჯეროთ. რომც დავუჯეროთ, კონსტიტუციის დარღვევით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? ანუ, კონსტიტუციას დავარღვევ, კარგ საქმეზე მივდივარ - მარტივად რომ ვთქვათ. რას ნიშნავს ეს? არ შეიძლება, ევროპულობა დავინახოთ ჩვენ კონსტიტუციის დარღვევაში. ასე რომ გადავუსვათ ხაზი და ანტიკონსტიტუციური მოქმედებები უკაცრავად და ჟარგონულად „გავაპრავოთ"", - განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×