რეზონანსი
02.09.2023

იმპიჩმენტის მხარდასაჭერად ოპოზიციისთვის ხვეწნას არ ვაპირებთ. მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ - ამის საილუსტრაციოდაც კარგი იყო ამ პროცედურის დაწყება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში ჩვენ, პრაქტიკულად, დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. თქვენ ნახეთ, ეს ჩვენი ვარაუდი იყო და ახლა იგი მტკიცებულებებით გამყარდა. ყველა ამბობს, რომ არ დავუჭერთ მხარს! პრაქტიკულად, არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა, „ევროპელი სოციალისტებისა", რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს, რომელთან ერთადაც მხოლოდ და მხოლოდ 88 ხმის მოგროვება შეიძლება. რასაც ვფიქრობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის მხარდასაჭერად ოპოზიციისთვის ხვეწნის დაწყებას არ აპირებენ.

„მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას, ანუ ისინი - ყველა ერთად! ამის საილუსტრაციოდაც კარგი იყო იმპიჩმენტის საკითხის დაძვრა და ამაშიც მართალი აღმოვჩნდით", - დასძინა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×