რეზონანსი
30.08.2023

ხვალ პრემიერის ინიციირებული კამპანიის „სთარინგ ჯორჯიას" ფარგლებში „ბლექ სი არენას" ორგანიზებით, საქართველო კიდევ ერთ, მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავურ ბენდს, Imagine Dragons-ს უმასპინძლებს.

კონცერტზე დასასწრებად, რომლის ბილეთებიც ერთ დღეში გაიყიდა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის კარი მსმენელისთვის 17:00 საათზე გაიღება.

ამერიკელი მუსიკოსების სცენაზე გამოჩენამდე, სხვადასხვა გასართობი აქტივობაც გაიმართება, 19:30-დან კი ეგრეთ წოდებული გამახურებელი ბენდის სტატუსით კონცერტს ქართული ჯგუფი Killages გამართავს, რის შემდეგაც სცენას Imagine Dragons დაიკავებს.

Imagine Dragons ამერიკული როკ-ბენდია, რომელიც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მუსიკალურ პროექტად მიიჩნევა. მილიონობით გაყიდული ალბომის და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს.

Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა", რადგან ტურნე მოიცავს ყველა იმ ჰიტს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons ნამდვილი „სუპერსტარების" ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×