რეზონანსი
30.08.2023

პრეზიდენტი ხედავს რა, რომ საქართველო მოიპოვებს კანდიდატის სტატუსს, ასეთ ფონზე მისი მცდელობა, კომუნიკაცია იქონიოს უცხო სახელმწიფოთა დედაქალაქებთან, არ არის უბრალოდ საკუთარი როლისა და კონტრიბუციის გამოკვეთის მცდელობა, არამედ ეს არის შეუთანხმებელი ნაბიჯების გადადგმის რისკის მატარებელი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მთავრობის პრინციპული პოზიცია გაცილებით ახსნადი და დასაბუთებადია, ვიდრე პრეზიდენტის განცხადება, რომელიც თითქოს პირველი შთაბეჭდილების მოხდენაზე იყო გათვლილი, ვიდრე სახელმწიფოსთვის წარმატების მოტანაზე.

„თავისთავად ცუდი არ უნდა იყოს პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციით უფლებამოსილია საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობაზე, თუმცა იქვე არ დაგვავიწყდეს კონსტიტუციის დათქმა, რომ წარმომადგენლობას მთავრობასთან შეთანხმებით უნდა ახორციელებდეს. ცნობილი როდესაც ხდება, რომ ეს არის არა ინიციატივა, არამედ მთელი ამ ხნის განმავლობაში თურმე რამდენჯერმე მიმართვას ჰქონია ადგილი, რასაკვირველია, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ჰყვება იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, სურვილი აქვს იმოგზაუროს ევროპაში, ჰქონდეს მოლაპარაკებები ევროპულ სახელმწიფოებთან კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით და იქვე ცნობილი ხდება, რომ მიმართვები ეხებოდა ისეთ სახელმწიფოებს, რომელებიც არ არიან დაკავშირებული ამ გადაწყვეტილების მიღებასთან. მათ შორის არის ისრაელი, ერთ-ერთი არაბული სახელმწიფო, ევროპის არაევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ასე შემდეგ. ამ ფონზე ეს ყველაფერი გავს მცდელობას, პრეზიდენტმა ერთგვარად თავისებური თამაში ითამაშოს და ამ შემთხვევაში ხელისუფლების, მთავრობის, საპარლამენტო ხელისუფლების შეთანხმება მისთვის როგორც ჩანს, პრიორიტეტებში პრინციპულად არ ჯდება. ეს კი არ არის თავსებადი კონსტიტუციის დებულებასთან, ნორმასთან, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით. ეს შეთანხმება კი ნიშნავს არა უბრალოდ ფორმალური პროცედურების დაცვას, ინფორმაციის მიწოდებასა და გაცვლას, არამედ მათ შორის სტრატეგიული საკითხების ერთიანი კონცეფციის თაობაზე შეთანხმებას. შესაბამისად, ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მხრიდან ეს არ არის უბრალოდ მცდელობა, რომ საკუთარი კონტრიბუცია და როლი გამოკვეთოს იმ პროცესში, რასაც კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჰქვია", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×