რეზონანსი
13.07.2023

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა, პოლიციის მიმართ მოწოდებები, თუ რა დროს როგორ უნდა იმოქმედონ, ამის უფლება არავის გააჩნია, მით უფრო უცხო ქვეყნის წარმომადგენელს ის ამით გამოეხმაურა გამოეხმაურა შშ-ის ელჩს კელი დეგნანს, რომელმაც „პრაიდის კვირეულის" ღონისძიების ჩაშლის გამო პოლიცია გააკრიტიკა. მისი თქმით, პოლიცია მოქმედებს კანონიდან გამომდინარე და არ მოქმედებს არც რომელიმე ელჩის და არც რომელიმე პოლიტიკოსის გაცემული დაპირებებით.

„პოლიციას აქვს კანონი, რომლითაც ის მოქმედებს და ნურავინ მოსთხოვს პოლიციას იმაზე მეტს, ვიდრე მისი უფლებამოსილება არის განსაზღვრული კანონით.

პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა, რომ პრაიდის კვირეულის განმავლობაში, პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მაგრამ, როდესაც კონტრაქციის მონაწილეთა რაოდენობა უკვე რამდენიმე ათასი იყო და სივრცე, რომლის დაცვაც პოლიციას უხდებოდა იყო აბსოლუტურად ღია, რაღაც მომენტში შეუძლებელი გახდა აქციის მონაწილეთა შეკავება. ამ დ როს პოლიციამ იმოქმედა კანონიერად. მან პრიორიტეტად დაისახა ის, რომ პრაიდის მონაწილეები არ დაზიანებულიყვნენ და ისინი უსაფრთხოდ გაარიდა შესაძლო შეჯახების ადგილს", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„პრაიდ-ფესტივალთან" დაკავშირებით ამერიკის ელჩი სამართალდამცველთა ქმედებებს აკრიტიკებს. კელი დეგნანი შსს-ს მიერ გაცემულ დაპირებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციას შესაბამისი პასუხი არ ჰქონია.

ამერიკელი დიპლომატი შეშფოთებას გამოთქვამს თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენების გამო და ამბობს, რომ მოქალაქეებზე თავდასხმა კოოორდინირებული სერია იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×