რეზონანსი
30.06.2023

მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს, კაცი, რომელიც დედას იგინება ყველა ფეხის ნაბიჯზე და მერე ამაზე პასუხს იღებს, მე მგონი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობაიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი და მშვილდაძეს „პოლიტიკური მიზანი აქვს".

ჟურნალისტის კითხვაზე, მშვილდაძემ ცემა დაიმსახურა თუ არა, კობახიძემ ასე უპასუხა:

„თქვენ თუ გაგება არ შეგიძლიათ, ვერ გაიგებთ ვერასდროს. თავის თავში ჩაიხედოს, სხვას რომ აბრალებს, რა შუაშია, ხელისუფლება, იქნებ მისი გინების ბრალია, რომ ვიღაცამ, კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა? ხელისუფლებისკენ რატომ იშვერს ხელს, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა, იქნებ ეს იყო მიზეზი? მაგრამ მის კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით ხომ არის უკვე პირი აყვანილი? დამთავრებული ამბავია. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია. ყველას მოვუწოდებ, ნუ აღვივებენ ამ ქვეყანაში შუღლს. იგივე მშვილდაძე ნუ აღვივებს შუღლს ამ ქვეყანაში, სხვებიც. შუღლის გაღვივება გახდა სამოქალაქო აქტივიზმი. არ არის ეს სამოქალაქო აქტივიზმი, არც ფიზიკური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. არც მიშა მშვილდაძე არ არის სამოქალაქო აქტივისტი და არც ის, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. არც ფიზიკური და არც ვერბალური ძალადობა, რასაც ეწეოდნენ მშვილდაძე, თუ ის ადამიანი, ვინც მშვილდაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არც ერთი და არც მეორე, არ არის სამოქალაქო აქტივისტი", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×