რეზონანსი
30.06.2023

„ნაცმოძრაობა" არის ომის, რეგრესის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„კოლექტიური ნაცმოძრაობა ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა. ეს არის რეალობა და ბუნებრივია, პრემიერს ამაზე მოუწია აქცენტის გაკეთება. ამაზე ღიზიანდებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და რატომ? იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სინამდვილეში ისინი მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ამას აკეთებდნენ ისინი მაშინ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში და აკეთებენ ახლაც, როცა არიან ოპოზიციაში 11 წლის განმავლობაში. მათ აღიზიანებთ, როდესაც ერქმევათ ის სახელი, რომელიც სინამდვილეში უნდა ერქვათ. ეს არის ომის, რეგრესის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. დღეს მაინტერესებდა რაიმე კითხვას დასვამდნენ თუ არა ისინი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. პრემიერის ყოველწლიური ანგარიში იძლევა შესაძლებლობას, რომ შენ კითხვები დასვა ქვეყნის განვითარების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით მიიღო პასუხი. ოპოზიციის მხრიდან საგნობრივი შეკითხვა სულ დაისვა ინფრასტრუქტურაზე ორი, საგარეო თემებზე დაისვა სამი უხარისხო შეკითხვა და თავდაცვაზე დაისვა ერთი უხარისხო შეკითხვა. ეს არის ოპოზიციის სტატისტიკა, რაც აჩვენებს რას, რომ ოპოზიცია ინტელექტუალურადაც არ არის მზად იმისთვის, რომ ჩაერთოს რაიმე საგნობრივ დებატებში და საერთოდ არ აინტერესებთ ამ ადამიანებს ქვეყნის განვითარება",- აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×