რეზონანსი
30.06.2023

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის საანგარიშო გამოსვლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა ევრო-რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რეკომენდაციების შესრულებაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია, მმართველმა გუნდმა კი, ნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

"ჩვენი ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, თორემ ამათ რომ არაფერი არ ესმით და ვერაფერი ისწავლეს, იმ წყევლის არ იყოს - "არც თავისი ესმოდეთ და არც სხვისი იცოდნენო", ეგრეა.

ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა, ამ ცრუპენტელებმა იციან თუ არა, რომ არცერთი რეკომენდაციის შესრულებაში არ მიუღიათ მონაწილეობა და მეტიც, უკვე ღიად იძახიან, რომ თურმე უნდა დაზიანდეს ქვეყანა,"- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×