რეზონანსი
30.06.2023

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ციხიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გამოუშვეს.

„გვარამია გამოუშვეს პოლარიზაციისთვის. რეალურად, ვინც უკარნახა სალომე ზურაბიშვილს, რომ უნდა შეეწყალებინა გვარამია, მას ამოძრავებდა ერთადერთი მიზანი - ეს იყო პოლარიზაცია. ვიცით, რომ გვარამია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში იყო ერთ-ერთი პოლარიზატორი, ვინც აღვივებდა პოლარიზაციას მთელი ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გვარამიას შეწყალების უკან ერთადერთი მიზანი იყო, პოლარიზაციის გაღვივება და ეს დაადასტურა გვარამიამ თავისი გუშინდელი ინტერვიუთი. ის აგრძელებს პოლარიზაციის გაღვივებას, რაც ბუნებრივია, მისი გათავისუფლების მიზანი იყო, თუმცა რაიმე დიდი რესურსი არც გვარამიას არ აქვს. ის არის მორიგი პრიგოჟინისტი. მისი რესურსი არის ნულოვანი პოლიტიკაში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნიკა გვარამია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×