რეზონანსი
30.06.2023

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო 1 თვის განმავლობაში ნავთობის ფასი ლონდონის  Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 1,28 დოლარით/ბარელზე ანუ 1,7%-ით და შეადგენს 72,26 დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი დაკლებულია საშუალოდ 1,76 დოლარით/ბარელზე ანუ 2,5%-ით და შეადგენს 67,70 დოლარს/ბარელზე.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, ბენზინის ფასი ბოლო 1 თვის განმავლობაში  გაზრდილია 26,25 დოლარით/ტონაზე ანუ 3,3 %-ით 818,50 დოლარამდე/ტონაზე. ხოლო დიზელის საწვავის ფასი გაზრდილია 23,5 დოლარით/ტონაზე ანუ  3,5%-ით 699 დოლარამდე/ტონაზე.

ასევე უნდა აღინიშნოს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელზეც ასევე პირდაპირაა დამოკიდებული საწვავზე ფასების ცვლილება. ბოლო 1 თვის განმავლობაში მოხდა ლარის გაუფასურება. კერძოდ, 30 მაისს ის შეადგენდა 2,5823 ერთეულს, ხოლო დღეისათვის - 2,6177 ერთეულს.

ბოლო პერიოდში საწვავის ფასი საქართველოში სამწუხაროდ დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული საწვავის პირობებზე, ვინაიდან ჩვენთან მოხმარებული საწვავის 90%-მდე სწორედ ამ ქვეყნიდანაა იმპორტირებული.

ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან დიზელის საწვავის მოწოდების პირობები ფასთან მიმართებაში არ შეცვლილა. შესაბამისად, საქართველოს საცალო ქსელში დიზელის საწვავის ფასი სტაბილურია.

რაც შეეხება ბენზინს, მასთან მიმართებაში სიტუაცია უფრო რთულადაა. რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული ბენზინის ფასი ბოლო პერიოდში გაზრდილია საშუალოდ 50-80 დოლარით/ტონაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ რუსეთს გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული პროდუქციის ექსპორტზე, რის  გამოც მოხდა ჩვენთან ბენზინის ფასის მცირედით მატება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×