რეზონანსი
30.06.2023

ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე წინა ხელისუფლების დროს ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად აბსტრაქტული, მიუღწეველი მიზანი და ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისტორიული გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებ პირადად მე და საგარეო საქმეთა მინისტრი. ბოლო პერიოდი მოგეხსენებათ, საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს პარტნიორებთან მთავარი პრიორიტეტი რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა. მთავრობამ, პარლამენტთან ერთად მაქსიმუმი გააკეთა პრიორიტეტების შესრულების ნაწილში. ჩვენ სრულად ჩართულები ვიყავით ამ პროცესში. ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით, ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას. ამის დასტურია დაახლოებით ორი თვის წინ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ჩანს, რომ საქართველო უსწრებს დღესაც ორივე ხსენებულ ქვეყანას. მაგრამ ჩვენთვის მთავარი, ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ასე შეაფასეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლების დროს ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად აბსტრაქტული, მიუღწეველი მიზანი და ოცნება", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×