რეზონანსი
21.03.2023

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გაცნობა ვერ მოვახერხე, თუმცა ვნახე რამდენიმე სათაური. რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობით ანგარიშს, სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, რა თქმა უნდა მხედველობაში მივიღებთ. შეიძლება იყოს ისეთი კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს, ამაზეც, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი რეაქცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

„არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები. აქ ჩვენ ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რას ამბობენ MGO-ები. ეს პრაქტიკულად ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ ორ განცხადებას შორის, ორი მიმართულების განცხადებას შორის. ჩვენთვის მთავარია, როდესაც გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გვესმის, მთავარია ობიექტურ გამეორებებზე იყოს დაფუძნებული. თუ იქნება ობიექტური კრიტიკა, რათქმა უნდა, მხედველობაშ მვიიღებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×