რეზონანსი
21.03.2023

რაც დრო გავა ჩვენი ხალხი მეტად დაინახავს, რომ თუ ჩვენ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში ევროპისა და მსოფლიო სტანდარტებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენი ხალხი ხედავს და უფრო მეტად დაინახავს რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობასთან იმ სტანდარტებთან, რაც დღეს მთელს ევროპასა და მსოფლიოშია. EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის ე.წ. FARA-ს ანალოგის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის, ჩვენ რა თქმა უნდა ამ პროცესის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და რა თქმა უნდა, შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის აგენტის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს - მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ.

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა,რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის" შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე".

10 მარტს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×