რეზონანსი
21.03.2023

ევროპარლამენტარების მოწოდებას და ამერიკის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, FARA-ს ევროპული ეკვივალენტის შექმნის ინიციატივას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ 7-8 მარტის აქციების რეალური მიზეზი იყო ის, რაც მოგვიანებით შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გააჟღერა - ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა.

„საუკუნის აფიორას მოკლე ფეხები აღმოაჩნდა. ფაქტობრივად დღეს ევროკავშირის ამ 27 ქვეყნის, ასევე კანადისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითებზე, პროაქტიურად განიხილება ზუსტად იმ კანონის მიღება, რასაც საქართველოში მავანმა დაარქვა რუსული კანონი უსამართლოდ და დღეს ფაქტობრივად გამოდის, რომ ამ ლოგიკით მთლიანად ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და კანადა რუსულ კანონს იღებს, რაც აბსურდია რა თქმა უნდა და აქედანაც ჩანს, რომ რეალური მიზეზი და მიზანი იყო ამ ყველაფრის, რასაც მერე ვანო მერაბიშვილი ახმოვანებდა, რომ ხელისუფლების შეცვლა მომხდარიყო და საქართველო დამდგარიყო უკრაინის გვერდით საომარი მოქმედებებითა და ომით“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×