რეზონანსი
21.03.2023

ევროკავშირი თვითონვე იწყებს იმ საკითხის განხილვას, რაზეც ჩვენ მიგვითითა, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება, - ასე ეხმიანება მმართველი გუნდი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას, ამერიკის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის - FARA-ს ევროპული ეკვივალენტის შექმნაზე.

„ევროპაც და სხვადასხვა დასავლური სახელმწიფოც მსჯელობენ ასეთი კანონის არსებობის აქტუალობაზე. ევროკავშირი თვითონვე იწყებს იმ საკითხის განხილვას, რაზეც ჩვენ მიგვითითა, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება, რაზეც ლეგიტიმური კითხვის ნიშნები ჩნდება. ეს რა თქმა უნდა ბადებს ეჭვს, რომ გარკვეული ორმაგი მიდგომები არის ამ საკითხთან მიმართებით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“.

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×