რეზონანსი
28.02.2023

თურქეთში, მალათიის პროვინციაში ახალი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა მინიმუმ 110-ამდე გაიზარდა, ჩამოიშალა 29 შენობა, დაღუპულია 1 მოქალაქე, ნანგრევებიდან ამოიყვანე 32 გადარჩენილი.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის ინფორმაციით , ბოლო სამი კვირის განმავლობაში რეგიონში ოთხი ახალი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრემ 5 მაგნიტუდას გადააჭარბა, განმეორებითი ბიძგების რაოდენობა კი 45 იყო.

თურქეთსა და სირიაში, 6 თებერვლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე 50 ათასს აჭარბებს. დანგრეულია 160 ათასზე მეტი შენობა. ვარაუდობენ, რომ ახალი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ მოიმატებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×