რეზონანსი
27.02.2023

პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას ახალ პოლიტიკურ გეგმებზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„შესაძლოა, მთლად ხაბეიშვილის დონე ვერ აწიოს, აი, ხაბეიშვილამდე რაღაც დონეს დაიჭერს, აუცილებლად. ხაბეიშვილამდე რაც კი „ლეველი" არსებობს, ყველაფერს შეძლებს, ამის რწმენა გვაქვს ჩვენ, იქიდან გამომდინარე, რომ ხაბეიშვილს ვერ დაეწევა, გასაგებია", - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას" ჯერ არ ტოვებს, თუმცა დამოუკიდებელ მოქმედებებს იწყებს და საკუთარ ოფისებსაც ხსნის. „ქრონიკის" ინფორმაციით, მელიას უერთდებიან ბაჩო დოლიძე, ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი. ასევე, პასუხს ელოდებიან ეკა ხერხეულიძისა და ხატია დეკანოიძისგან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×