რეზონანსი
27.02.2023

"თქვენ მორწმუნე ხართ? რწმენის დონეზე გაქვთ ატანილი რაღაც საკითხები. თუ იტყუება ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის. ერთი კვირის წინ გააკეთა განცხადება ხომ? ისე გაოცებული ლაპარაკობთ, თითქოს ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინც არ უნდა იყოს.

ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შევთანხმდეთ, ვინც არ უნდა იყოს, თუ ტყუილს იტყვის, ჩვენ უნდა გავბედოთ და ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი. დიახ, ვინც არ უნდა იყოს, თუ იტყვის იმ ტყუილს, რომელიც ბევრჯერ ითქვა, რომ ის კანონი, რომელიც ხალხის ძალამ დაარეგისტრირა, არის რუსული, არის უბრალო ტყუილი კი არა, ძალიან ცუდი ტყუილი.

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მამუკა მდინარაძე. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხალხის ძალის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის რუსულია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×