რეზონანსი
27.02.2023

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის სააკაშვილის გუნდმა საქართველოს რატომ დააბრალა ომის დაწყება.

აღნიშნულით გიორგი ამილახვარი მოძრაობა „ხალხის ძალის" განცხადებას გამოეხმაურა.

„მიხეილ სააკაშვილი რომ საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს და არის რისკი, საშიშროება, გარკვეულ ეტაპზე მან ლაპარაკი დაიწყოს, ბუნებრივია, ალბათ აშფოთებთ იმ ძალებს, ვისი მხარდაჭერითაც ის საქართველოში შემოვიდა. რა თქმა უნდა, აგვისტოს ომზე ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის იმაზე, სააკაშვილის გუნდმა რატომ დაუჭირა მხარი და საქართველოს დააბრალა ომის დაწყება", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×