რეზონანსი
27.02.2023

რუსეთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა ორმა თარიღმა იქონია.

"ასეთად ორი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი იყო 2008 წელს, როდესაც დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ზეცამდე აამაღლა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხომაც, სადაც მხდალად გაიქცა.

მეორე წერტილი 2014 წლის გაზაფხულია, როდესაც ყირიმის მოსახლეობამ ლეგალური რეფერენდუმის გზით გამოხატა თავისი ნება და სამუდამოდ დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. დასავლურ სამყაროში ამან გამოიწვია გააფთრებული ისტერია", - აცხადებს დმიტრი მედვედევი.

შეგახსენებთ, 2008 წელს რუსეთის ჯარი საქართველოში შემოიჭრა. 5-დღიანი ომის შემდეგ, კრემლმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა. საქართველოს ამ ტერიტორიებზე დღემდე დგას რუსული ჯარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×