რეზონანსი
26.02.2023

გვინდა დავდოთ ისეთი პროგრამა, სადაც ბიზნესიც მოგვეხმარება, მათი ჩართულობაც იქნება, ჩვენც შევძლებთ, რომ მეტი შენობა-ნაგებობა განვაახლოთ და ჩავანაცვლოთ, - ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირა"-სთან ისაუბრა.

„მე იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ 2025 წლამდე ჩვენ მთლიანად შევძლებთ არსებული პროგრამის ფარგლებში მთლიანად განვაახლოთ შენობა-ნაგებობები. ამის რესურსი უბრალოდ ვერ იქნება და ფინანსური რესურსი რომც იყოს, ფიზიკურად ვერ შევძლებთ, კომპანიები არ არსებობს, ვინც ამდენ სამუშაოს ერთდროულად განახორციელებს, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარებადია და შესაძლებელია ყველაფერი გამოსწორდეს. დიდ სირთულეებს შევხვდით და ეს სირთულეები იყო დაკავშირებული კონკრეტულ მაცხოვრებლებთან. ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ვერ ხერხდებოდა საერთო შეთანხმების მიღწევა. ზოგს უფრო მეტი ფართი უნდოდა. ზოგს იქ რაღაც უკანონო ჰქონდა და ამის გათვალისწინებას ითხოვდა. გვინდა, რომ წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავითანხმოთ ამაზე, რადგან მერე მშენებლობის პროცესსაც მიაქვს გარკვეული დრო", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×