რეზონანსი
26.02.2023

უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, ამიტომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს წლებში საკმაოდ რეალისტური მიზანია. შესაბამისი განცხადება უკრიანის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გერმანულ მედიასაშუალება Focus-თან ინტერვიუში გააკეთა.

„არის ქვეყნები, რომლებმაც ეს გზა გაიარეს არა ათ-თორმეტში, არამედ ხუთ-შვიდ წელიწადში. ევროკავშირისკენ სვლა დავიწყეთ არა გუშინ და არა გასული წლის ივნისში. ეს ინტეგრაციის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალური მიზანი და ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ევროპული სახელმწიფოების კონსენსუსი უახლოეს მომავალში", - განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, უკრაინელებს ომის შემდეგ ევროპულ, განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყანაში სურთ ცხოვრება.

"და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. ჩვენ ვართ ერთიანები საზოგადოებაში და მთავრობაში და, შესაბამისად, შეგვიძლია ძალიან სწრაფად მივიღოთ და დავამტკიცოთ ევროპული კანონმდებლობა და დოკუმენტები", - დასძინა შმიგალმა.

როგორც ცნობილია, უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო. ამავდროულად, ევროკომისიამ ქვეყანას წარუდგინა შვიდი რეკომენდაცია, რომელიც უკრაინის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის უნდა განხორციელდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×