რეზონანსი
07.02.2023

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში ყოფნა-არყოფნა საპარლამენტო ცხოვრებას არ შეცვლის.

მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტში საკუთარი ადგილის პოვნა ვერ შეძლეს.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა" სხვადასხვა მიზეზით ქვეყანაში რევოლუციური ტალღის აგორებას ცდილობს.

„მათი ნაბიჯი ემსახურება მათ ჩამოუყალიბებლობას, რადგან ამ მოწვევის პარლამენტში სულ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. მათი აქ ყოფნა-არყოფნა საპარლამენტო ცხოვრებას არ შეცვლის. მათ არანაირი კონსტრუქციული აქტიურობა არ ჰქონიათ. ალბათ მათი გადაწყვეტილება მუდმივად ცვალებადი იქნება იმის გათვალისწინებით, რა დღის წესრიგი ექნებათ. მათ ვერ შეძლეს საკუთარი ადგილის პოვნა პარლამენტში და ეს გამოწვეულია იმ რადიკალური, რევოლუციური დღის წესრიგით, რომელიც მათმა ლიდერებმა დაისახეს. ეს არის შანტაჟის პოლიტიკა, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება. ისინი 2020 წლიდან 2024 წელს ვერ ელოდებიან. სხვადასხვა საბაბით ცდილობენ რევოლუციური ტალღის აგორებას. ახლა საბაბი სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა იყო. ამ შანტაჟით უნდათ, ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ. მხოლოდ სააკაშვილით არეულობას რომ ვერ იწვევენ, ამას ხედავენ და ამიტომ ამის პარალელურად უნდათ რამე ისეთი გააკეთონ, რაც დასავლეთის თვალში საქართველოს დაასუსტებს, რაც შეიძლება, ვიღაცისთვის კიდევ ერთი საბაბი გახდეს, ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს და ამით სახალხო მღელვარებას მიაღწიონ. მათი მხრიდან ქვეყნის მიზნები შანტაჟისთვის არიას გამოყენებული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×