რეზონანსი
05.02.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები დასკნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, მოსამართლე, გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

შალვა ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ ხვალ სასამართლო ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ დასკვნით სიტყვებს ვიტყვით და მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე და საქართველოს მომავალი.

რაც შეეხება ბრალდების მხარის და პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, სამხარაულის გაყალბებული დასკვნის და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის ექიმის გარდა, არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძის შეფასებით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს.

„მთავარია, ახლა მოსამართლემ თავის თავში იპოვოს ძალა იმ ზეწოლების მიუხედავად, რაც ხორცილდებოდა სასამართლოზე, ეს იყო მთავრობის მხრიდან, პარლამენტის მხრიდან, ზოგადად პოლიტიკოსებიდან, მან გაუძლოს ამ ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×