რეზონანსი
05.02.2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა:

„ომის 346 დღის განმავლობაში ხშირად მიწევდა იმის თქმა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა და რომ ვითარება რთულდება. ახლა კვლავ ასეთი დროა. დრო, როდესაც ოკუპანტი სულ უფრო მეტ და მეტ თავის ძალას აგზავნის, რათა ჩვენი დაცვა გატეხოს. ახლა ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. მაგრამ ახლა, როგორც ამ 346-დან თითოეულ დღეს, ჩვენი მეომრების სიმტკიცე წყვეტს ყველაფერს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან შაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან საუბარი გამართა და აღნიშნა, რომ უკრაინელმა მეომრებმა დიდ ბრიტანეთში "ჩელენჯერის" ტანკებზე წვრთნა უკვე დაიწყეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×