რეზონანსი
05.02.2023

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა „ტვ პირველის” მიერ დასმულ კითხვას: აიძულებენ თუ, არა  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პირებისთვის ლოცვას.

„ღმერთს ყველაფერი შეიძლება, რომ სთხოვო. ვალების გასასტუმრებელი ლოცვა არ წამიკითხავს არსად, მაგრამ ვალები მეც მაქვს და უფალს ვთხოვ გამასტუმრებინოს.

მინდა გითხრათ, რომ ბატონ ბიძინაზე მეც ვლოცულობ და მთელი ქვეყანაც, იმიტომ, რომ პიროვნებაა, რომელმაც ამ ქვეყანას დიდი ამაგი დასდო. ლოცვებში მოხსენიება ბატონი ბიძინასი კი არა, კომუნისტების დროს მთავრობის წევრებზე ვლოცულობდით, რას ლაპარაკობთ.

თქვენ რასაც გულისხმობთ, რომ დაუჯდომელი ლოცვები, ეს მხოლოდ წმინდანის მიმართ შეიძლება შედგეს. ბატონი ბიძინას მიმართ დაუჯდომელი, ვინ მოიგონა საერთოდ ასეთი რამე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „ტვ პირველთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×