რეზონანსი
24.01.2023

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალი წაუყენეს. შემთხვევა 23 იანვარს ვაზისუბანში მოხდა.

უწყების ცნობით, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, ბრალდებული და სუპერმარკეტ "ბესტ მარკეტის" მოლარე-ოპერატორი, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სუპერმარკეტის მომხმარებელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ბრალდებულმა, მისი საცხოვრებელი ბინიდან მასზე რეგისტრირებული ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოიტანა და მოლარე ოპერატორის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. დაზარალებულმა მიმალვა მოახერხა, თუმცა მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა დაზიანებები მიიღეს.

პოლიციამ ბრალდებული 23 იანვარს დააკავა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დანაშაული 16-20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×