„ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილოს საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების საკითხი".
„დღესვე შეუძლიათ დაიწყონ: მოსკოვი-ერევანი-თბილისის რეისით არ წყდება ჩამომსვლელთა ნაკადი; განსაკუთრებით ბათუმსა და თბილისში დღემდე ვხედავთ შეხმატკბილებულ „სინერგიას" უკრაინული და რუსული სანომრე ნიშნების მეპატრონეებს შორის ჩვენ საავტომობილო გზებზე, სასტუმროებში, რესტორნებში; თუ ამ პოლიტიკურად პარანოიდალურ პროცესებს მაინც განახორციელებთ - გთხოვთ პან კასიანოვით დაიწყოთ; და რაც მთავარია - თქვენივე მოქალაქეების მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ, რომელთა დიდმა ნაწილმა სწორედ რომ თქვენი ხელისუფლების მძევლობას დააღწია თავი და ჩამოვიდა საქართველოში. და ბოლოს, ისევ და ისევ, კვლავ და კვლავ: „ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ", - წერს დავით ქართველიშვილი.
ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების" შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|