რეზონანსი
07.12.2022

ძირითადი პათოსი ამ საკანონმდებლო აქტის პროექტის შექმნისა იყო ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულიყო ის სამართლებრივი რეგულაციები, რომელზეც არის დამოკიდებული პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხელ სარჯველაძემ განაცხადა.

„შესაბამისად, ასეთი ნებისმიერი ინიციატივა მისასალმებელია, მაგრამ როდესაც სისტემურად გაუმჯობესებულ საკანონმდებლო აქტის პროექტზე ვსაუბრობთ ეს ერთიორად დასაფასებელია", - აცხადებს სარჯველაძე.

ცვლილებები პენიტენციურ კოდექსში - ახალი რეგულაციების თანახმად, მსჯავრდადებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება ექნება. გარდა ამისა, მომდევნო წლიდან, ხანგრძლივი პაემნები უფასო იქნება. ასევე იზრდება კვებითი რაციონიც. პენიტენციური კოდექსის პროექტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ახლა ჯერი პარლამენტზეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×