რეზონანსი
26.04.2024

ნებისმიერი აქცია ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული, ეს იმ ადამიანებმაც უნდა იცოდნენ, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს გულწრფელად აკრიტიკებს, უნდა იცოდნენ, „ნაცმოძრაობის" აქციებზე დადიან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ერთი კონკრეტული მიზანი აქვს, არ აინტერესებთ რა კანონები იქნება ინიცირებული, საზოგადოებაში აღქმების ჩამოყალიბება სურთ, რომ არადემოკრატიული გზით და არჩევნების გვერდის ავლით, საქართველოში ძალადობა და ქვეყნის ჩამოშლა უზრუნველყონ.

„ნებისმიერი აქცია ოპოზიციის ორგანიზებულია და ეს იმ ადამიანებმაც უნდა იცოდნენ, რომლებიც კანონპროექტს გულწრფელად აკრიტიკებენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ „ნაცმოძრაობის" აქციებზე დადიან. ამ ადამიანებს ერთი კონკრეტული მიზანი აქვთ, არ აინტერესებთ რა კანონები იქნება ინფიცირებული, მათ საზოგადოებაში აღქმების ჩამოყალიბება უნდათ, რადგან ერთი სურვილი აქვთ, არადემოკრატიული გზით და არჩევნების გვერდის ავლით უზრუნველყონ საქართველოში ძალადობა და ქვეყნის ჩამოშლა. ეს მათი კონკრეტული მიზანია. შესაბამისად, როგორც არ უნდა გაერთიანდნენ და აქციებს რა სახელიც არ უნდა დაარქვან, ისინი ჩვენს საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ. რაც უფრო მეტად იაქტიურებენ, მით უფრო მალე უზრუნველყოფენ საკუთარ მარცხს ქართულ პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×